,, ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს” – სალომე ზურაბიშვილი

3 hours ago 1

2

სალომე ზურაბიშვილმა  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

,,ეს არის უკვე დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას და უნდა იყოს ერთობლივი – ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ეს არის ახალი არჩევნები, სხვა გზა არ არსებობს, გარდა არჩევნებისა და ძალიან სწორად, ძალიან ბრძნულად ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა დაუჭირონ მხარი.”

სრულად წაკითხვა