პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი არჩევანის გამო ისჯებიან.
მისი თქმით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასული ადამიანების წინააღმდეგ სჩადის, მტკივნეული და გულდასაწყვეტია.
დღეს რასაც ვხედავთ, მტკივნეულია, რადგან ვხედავ, რომ ახალგაზრდა ადამიანები – ქუჩებზე ძირითადად ქართველი ახალგაზრდები დგანან – ისინი რეალურად საქართველოს გულწრფელ, პატიოსან ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ, რომლებმაც რეალურად თავიანთი არჩევანი გააკეთეს და სურთ, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი იყვნენ. ისინი უბრალოდ თავიანთ სურვილს გამოხატავენ, უბრალოდ აჩვენებენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის.
გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი ნების გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ”, – განაცხადა ბუნიათიშვილმა