პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, “კოალიცის ცვლილებებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით, მე-6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში შექმნილი ვითარების შესახებ მძიმე ინფორმაციებს ავრცელებს:
“❗️მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.
❗️პატიმარმა ვენები გადაიჭრა.
❗️გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
📌 პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!
📌ასევე სახახლო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!
ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, – აცხადებს საბა სხვიტარიძე.
paraleli პოლიტიკა