3
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს:
“საპროტესტო აქციებზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იკრიბება და განცხადებები, რომ თითქოს იკრიბება 800 და 1000 კაცი, ეს საზოგადოებას აღიზიანებს და პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს. იყო კრიტიკული აზრები გამოთქმული ამ განცხადებული, შეცვლილი კურსის შესახებ და რა რისკებს შეიცავს და რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს ეს წყალს.
კრიზისიდან გამოსვლის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ გადადგას თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძლიერის მდგომარეობიდან გამომდინარე, არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. პასუხები იყო, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ჩვენს სულისკვეთებას ბევრი ბიზნესმენი არ იზიარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე და არაპროპორციულ ძალაზე, მათ შორის როგორ ეპყრობოდნენ დაკავებულებს”