WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ახალის” ლიდერი თენგო თევზაძე:

“პირველ რიგში, ვულოცავ სერბებს გამარჯვებას რუსულ გავლენაზე, კორუფციასა და სიბნელეზე. 🇷🇸 თბილისში გუშინდელი დღე და კამპანიის სტარტი შედგა, მიუხედავად ბიძინას ტროლების და პროპაგანდისტების ისტერიკისა.✊

რა მოხდა სერბეთში?

სტუდენტების მოძრაობის სლოგანი იყო „სერბეთი თუ მაფია“ (ბიძინას ბანდების არ იყოს). ორწლიანი პოლიტიკური კრიზისი ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები იყო. არც პარტიების აკრძალვას ელოდნენ და არც 2028 წელს.

ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების ფაკულტეტების სტუდენტურმა საბჭოებმა (და არა იმ ხალხმა, ვინც დღეს „ქოცების“ დავალებით საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზს ავსებს) შექმნეს სია, რომელშიც თავად სტუდენტები მინიმალურად არიან. სიაში არ იყვნენ ხელისუფლებაში ნამყოფი პოლიტიკოსები და არც ოპოზიციური პარტიების ღვაწლმოსილი წევრები. მასში შევიდნენ პროფესორები, ექსპერტები, ბოლო ორი წლის პროტესტში დაბადებული ლიდერები და რეგიონული ლიდერები.

ჩვენთან კი ახლა ყველა სტუდენტი გახდა. „გუშინდელი მადიარები“ დღეს ყველა სტუდენტი გახდა. 65 წლის პოლიტიკოსი გაიძახის, სტუდენტი ვარო😉 გუშინწინ მადიარი და ერთი ლიდერი გამოკვეთილი ლიდერი გვჭირდებაო, ახლა სტუდენტების სიაო. კარგი იქნებოდა, ჯერ ილიაუნი დაგვეცვა, ილიაუნამდე არჩევნები, არჩევნების შემდეგ ევროპული მომავალი, ევროპული მომავლის შემდეგ ნაწამები ადამიანების უფლებები, მერე კი შეკრების უფლების წართმევის წინააღმდეგ გვებრძოლა მაინც.

ერთი წელი გაიძახოდნენ, პარტიები არ გვინდა, „პროფესიონალების დროაო“. აქ პარტიების ბრალიცაა: არც ერთ პარტიას და ლიდერს არ გვეყო ძალა და ენერგია ამ სიგიჟისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია (თუმცა ლიდერები მალევე დაიჭირეს). რუსული კანონების წინააღმდეგ ბრძოლამ, შემდეგ არჩევნებმა და ბოლოს ნოემბერ-დეკემბრის წინააღმდეგობამ პარტიები გამოფიტა. თან პარტიებს დღეს აკრძალვის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებისგან იმის მეათედი მხარდაჭერაც არ აქვთ, რაც თავად პარტიებმა გამოხატეს რუსული კანონის პირველი და მეორე მცდელობისას.

ერთი რამ მინდა: ამ ნიადაგზე არ ვიჩხუბოთ და როგორმე შევძლოთ 28 ნოემბრის აქციაზე კონცენტრაცია.

მადურო გაიტაცეს და მაჩადო ვენესუელაშია (გარდაუვალია არჩევნები). ორბანი წაიქცა (სერბეთისგან სრულიად განსხვავებული სტრატეგია, ერთი გამოკვეთილი ლიდერი). ვუჩიჩი წაიქცა (ორგანიზებულობისა და დისციპლინის გამარჯვება).

ჩვენც გავიმარჯვებთ! 28 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში უნდა ჩაერთოს ყველა, ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ.

საქართველო ივანიშვილის გარეშე! საქართველო ბიძინას ბანდების გარეშე!
საქართველო იმსახურებს უკეთესს, ვიდრე ივანიშვილის ბანდებია“, – წერს თენგო თევზაძე.