ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს…” – სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

1 day ago 7

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს – სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა “სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ” მიმართულ “მართალ ბრძოლაში” ერთად უნდა გაიმარჯვოს.

აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.  

ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏

და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! 

ქრისტე აღდგა!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სრულად წაკითხვა