19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გაიმართა ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა.
სამიტის დასრულების შემდეგ პეკინმა და მოსკოვმა მალევე გამოაქვეყნეს ლიდერების დეკლარაცია „მშვიდობის შესახებ".
მსოფლიოს სამი დიდი ბირთვული სახელმწიფოს მეთაურების პირველი სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი დეკლარაცია 4-პუნქტიანია.
პირველი პუქტი ეხება გაეროს რეფორმირებას, რათა ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად რეაგირებდეს გლობალურ გამოწვევებზე და შეესაბამებოდეს თავის ძირითად მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში.
მეორე პუნქტის მიხედვით, სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქტების წარმოების და მიწოდების გაზრდას „ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
მესამე პუნქტში, რომელიც ეხება სახელმწიფოების ოფიციალური პირების იმუნიტეტის მნიშვნელობას, ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სხვა ანალოგიური სტრუქტურები თავიანთ უფლებამოსლებებს „ბოროტად არ უნდა იყენებდნენ“.
ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის ლიდერებმა დეკლარაციის მეოთხე პუნქტში დაადასტურეს, რომ ბირთვული ომი არასდროს არ უნდა გაჩაღდეს და ექნებათ დიალოგი ბირთვული რისკების შესამცირებლად და ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად.
ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები