სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ქართულ-რუსული ერთობის ლობისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე. აღნიშნულ ფაქტს, კონკრეტული შეფასებებით და შეკითხვებით ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GISAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე:
“ბატონი გულბაათ რცხილაძის პოლიტიკური ფილოსოფია, საქმიანობა და ბევრი ის პოზიცია, რომელსაც იგი იცავს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი რამ მაინტერესებს: ჯაშუშობა, როგორც წესი, გულისხმობს საიდუმლო ან სპეციალური ინფორმაციის მოპოვებას და მის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას.
ამ შემთხვევაში კი საუბარია ადამიანზე, რომელიც არ არის სახელმწიფო მოხელე, არ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო და რატომ არ არის ისიც დაკავებული?” – წერს ნოდარ ხარშილაძე სოციალურ ქსელში.

5 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·