ანა კურნიკოვა 90-იან წლებში იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენი ქალი. ჩოგბურთის ვარსკვლავი პაპარაცებს მაგნიტივით იზიდავდა. სექს-სიმბოლო უნიკალურ გარეგნობასთან ერთად აერთიანებდა, შრომისმოყვარეობას და სწორედ ამიტომ, მან საოცარ წარმატებასაც მიაღწია.
თუმცა, უკვე წლებია, ის მედიის ყურადღების მიღმა, “საიდუმლოდ“ ცხოვრობს თავის პოპ-ვარსკვლავ ქმართან, ენრიკე იგლესიასთან და შვილებთან ერთად.
პაპარაცებმა ახლახან უახლესი ფოტოების გადაღება შეძლეს. შუა ასაკის კურნიკოვა მაიამის ძვირად ღირებულ კურორტზე - ბალ ჰარბორზე ინვალიდის ეტლში გადაიღეს.
ფოტოები იმაზე მეტს ამბობს ყოფილ ჩოგბურთის ვარსკვლავზე, ვიდრე ათასი ფოტოსესია. ისინი აშკარად გვახსენებენ კურნიკოვას ტრავმებთან ბრძოლას. რამაც სპორტსმენი აიძულა ჩოგბურთი 21 წლის ასაკში დაეტოვებინა.