პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კადრებში ჩანს, რომ ოპონენტს მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემაც დაარტყა.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- გიორგი გაბუნია,
- ვარლამ ლიპარტელიანი,
- ლაშა ტალახაძე,
- ვასილ ჩიგოგიძე.
ერთ-ერთი ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.
დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლებს. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემს. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარია პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და გიორგი ბარვენაშვილი.

14 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·