- ესტონეთმა ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ უშუალოდ ეს ნაბიჯი გადაგედგათ სწორედ ახლა და რისი ჩვენება გსურდათ ამით?
- ჩემი და ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: ქართველ ხალხს აქვს უფლება გამართოს დემონსტრაცია, უფლება აქვს ხმა აიმაღლოს. მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გავიდნენ ქუჩებში და ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალადობას ვხედავთ. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ იმ განსაკუთრებულ ზომებზე, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიიღეს. ერთი მიზეზი ესაა. მეორე კი ის, რომ ეს ყველაფერი აქამდე დაიწყო. ქართველ ხალხს ასევე აქვს უფლება აირჩიოს ის, ვინც სურს. მე არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ევროკავშირთან შეერთება სურდა, ამ გზით წასვლა, მაგრამ ახლა უკვე საჯაროდ ამბობს, რომ კურსს იცვლის, ეს კი ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ჩვენ გვსურს ვნახოთ დემოკრატიული მსვლელობა, ქართველ ხალხს კი უნდა ჰქონდეს დემოკრატიული და სამართლიანი გზა იმისთვის, რომ [არჩევნებში] გამარჯვებული გამოავლინოს.
- პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, რომ კურსი იცვლება, პირიქით, მართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მატი განმარტებით, ისაა, რომ სურდათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი აერიდებინათ თავიდან. ეს როგორ ჟღერს თქვენთვის?
ნიღბები უკვე ჩამოცვენილია, ყველასთვის, საერთაშორისო დონეზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე".
- ეს საჯარო ტყუილებია, რაც უკვე თვეებია გვესმის. ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა ივნისში, რომ დაფინანსება შეეწყვიტა, ამის მიზეზი სხვადასხვა კანონის მიღება გახდა, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირს მათი არსით თუ სხვაგვარად. სინამდვილეში საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ არ მიიღებდა ამ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირს, ევროპულ აღქმას და ჩვენ შორის შეთანხმებებს. ევროკავშირმა ყველა ჩვენი პირობა შეასრულა, ვიზალიბერალიზაცია იქნებოდა ეს თუ ევროპული დაფინანსება, საქართველოში სხვადასხვა რეფორმის მხარდაჭერა. შევთანხმდით ასევე შემდგომ ნაბიჯებზეც, რომლებიც საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა.
მათ შორის იყო კანონიც, რომელსაც ჩვენ “რუსულ კანონს” ვუწოდებთ. რომელმაც ხალხი ასევე ქუჩებში გამოიყვანა. მათ წინააღმდეგაც ძალადობა ვიხილეთ. ნახევარ წელზე მეტია, ვხედავთ სხვადასხვა ქმედებას, არასამთავრობოების წინააღმდეგ პირდაპირ მიმართულ ნაბიჯებს, იმ მოძრაობების წინააღმდეგ, რაც დემოკრატიული სამყაროსთვის ნორმალურია, მაგრამ არა საქართველოში, რადგან ვხედავთ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
ძალიან ბევრი ნიშანი და ქმედება იყო საქართველოს მხრიდან. ახლა კი ევროკავშირის დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს ვინმეს დაშანტაჟება გვინდა, არ შეესაბამება არც ევროკავშირის პოლიტიკას და არც იმას, რისი კეთებაც გვსურს.
ეს ტყუილებია, ჩვენ კი ვასრულებთ იმას, რაც აქამდეც გვითქვამს. ჩვენ ამ ზაფხულსაც გავაფრთხილეთ საქართველოს მთავრობა, რომ თუ ასე გააგრძელებდნენ, შევაჩერებდით ინტეგრაციის პროცესს და ასეც მოვიქეცით. ეს უკვე შეჩერებულია. ამ ფაქტების გადამოწმება ყველას შეუძლია.
- ბალტიისპირეთის ქვეყნები ხშირად ერთი ენით და ერთი ხმით საუბრობთ. გქონდათ ამ თემაზე დისკუსიები სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირის მასშტაბით? ვიცით, რომ არჩევნების საკითხი განიხილეთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინა სხდომაზეც. ელოდებით ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მსგავს ნაბიჯს, ან თავად ევროკავშირისგან, როგორც ბლოკისგან ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევას?
- დიახ, ჩვენ საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზეც განვიხილეთ. ევროკომისიამაც უკვე წარმოადგინა ივნისში იმ სხვადასხვა ზომის შესახებ პაკეტი, რაც ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს. იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ზოგიერთი ოფიციალური პირისთვის შეზღუდვის დაწესება თუ სხვა.
სიტუაცია გაცილებით გაუარესდა. ვხედავთ ძალადობას ქუჩებში. მოვუწოდეთ ევროკავშირს, სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ შეუერთდნენ იმ მკაფიო მესიჯებს, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით. ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ პასუხი იქნება".
მაგრამ ეს ყველაფერი იყო მანამდე, ვიდრე მთავრობა, თუ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, მმართველი ძალა დაიწყებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ამ ძალადობის გამოყენებას. სიტუაცია გაცილებით ბევრად გაუარესდა. ახლა ვხედავთ ძალადობას ქუჩებში. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირს, სხვა ევროპულ ქვეყნებს, ჩრდილოევროპულ და სხვა სახელმწიფოებს, რომ შეუერთდნენ იმ მკაფიო მესიჯებს, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით სანქციებთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ პასუხი იქნება.
- უნგრეთის პრემიერი საჯაროდ უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” და არჩევნების შემდეგ თბილისშიც იყო ჩასული. რა როლს ითამაშებს ის ამ კონსენსუსის საწინააღმდეგოდ?
- რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი იპოვის გზას, რომ ჰქონდეს კონსენსუსი და მიიღოს საყოველთაო გადაწყვეტილება, მაგრამ ერთ-ერთი ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენ, სამმა ქვეყანამ გამოვაქვეყნეთ ეროვნული სანქციების სამიზნეების - 11 ადამიანის სია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინც ყველაფრის უკან დგას. გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ მათი ხმა გაგონილია, და ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიმოქმედოთ. მაგრამ ამას დრო სჭირდება, ევროკავშირში პოზიციების დაახლოებას დიდი დრო სჭირდება და ბლოკის სანქციებსაც კონსენსუსი სჭირდება. ამ კონსენსუსს გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ვერ ვხედავ.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ესტონეთმა მანამდეც გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის შეხვედრებსა და იმ პარტნიორობას წყვეტდა, რომლითაც მთავრობა სარგებლობდა. ევროკავშირმაც შეაჩერა დახმარებაც და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობაც. რა ვითარებაშია ახლა მოქმედი ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე და რა მდგომარეობაში აყენებს ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანას მისი საგარეო ურთიერთობების კუთხით, რა გაგრძელება შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს?
- ეს აყენებს საქართველოს ძალიან რთულ სიტუაციაში. სტრატეგიულ სიტუაციას ვგულისხმობ, რადგან, როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ვიცით, მოსახლეობის 80 % მხარს უჭერს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. მმართველი პარტია კი არ მიჰყვება ამას და დგამს განსხვავებულ ნაბიჯებს, რომლებიც არაა დემოკრატიული, ის იყენებს ძალადობას, ეს ისაა, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ, არ შევეგუებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის ნაცვლად. მაგრამ ასევე ჩვენი მოვალეობაა, რომ გადავდგათ ნაბიჯები და მივიღოთ ზომები იმის საჩვენებლად, რომ მმართველი პარტია უბრალოდ ატყუებს ქართველ ხალხს. ისინი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იტყუებოდნენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის თაობაზე, ამ დროს, ისინი ქვეყანას ევროკავშირისგან შორს მიუძღვებიან.
ვფიქრობ, ნიღბები უკვე ჩამოცვენილია, ყველასთვის, საერთაშორისო დონეზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა ნამდვილად რთული სიტუაციაა და რთულია იმის თქმა, რა მოხდება. ყველაზე მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ვაჩვენოთ, ჩვენ ქართველი ხალხის ხმა გვესმის, და ჩვენ მასთან ერთად ვართ.
- ასეთი განცხადებების პასუხად საქართველოს მთავრობა დასავლელ ლიდერებს ოპოზიციის მხარდამჭერებად აცხადებს. ევროპელი პარლამენტარები, დიპლომატები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ისინი აქციებზე მივიდნენ და მოსახლეობის ამ ნაწილს მხარდაჭერა აღუთქვეს. ამ ბრალდებებს როგორ პასუხობთ?
- ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესებში. არასდროს. ეს ერთი, მეორეც, არ ყოფილა არც ერთი სადამკვირვებლო საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შეძლებდა საჯაროდ ეთქვა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი იყო, იმ ბევრი შეშფოთებისა და ფაქტის გამო, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ხდებოდა, ახლა კი რაც დემონსტრაციების თაობაზე ხდება. ჩვენ არ ვაორგანიზებთ დემონსტრაციებს საქართველოში. ეს ქართველი ხალხია, მისი ნება. და ჩვენ ამას მივყვებით. ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს. ჩვენ კი ძალადობას ვხედავთ, უკანონო დაკავებებს, ესაა ის, რაზეც რეაგირება უნდა გვქონდეს ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას. დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. ასეთი ბრალდებები კი უბრალოდ ტყუილებია.
- რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის გასაოცარია “ქართული ოცნების” სიმტკიცე და სიმამაცე საკუთარი პოზიციების დაცვისას. მაშინ, როცა საქართველოს დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობა რთულდება და პარტნიორობის თუ თანამშრომლობის სივრცეები იხურება, რა მდგომარეობას უქმნის ეს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით და რუსეთის აგრესიისადმი გამკლავების მზაობის კუთხით, თუნდაც სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხის მიმართ?
პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიის გზაზე. არამედ პირიქით. სწორედ ამიტომ დგას ქართველი ხალხი ქუჩაში, აპროტესტებს. რადგან მას გადაწყვეტილი აქვს და კონსტიტუციაშიც კი აქვს ჩაწერილი, რომ მისი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა"
- საქართველოს მთავრობა საქართველოში მარტო არაა. იქ არის ოპოზიცია, იქ არის ქართველი ხალხი და ასევე არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ამას წინ აღუდგა და ვინც ძალიან მკაფიოდ ამბობს იმას, თუ რა ხდება, აღწერს სიტუაციას, და ავრცელებს გზავნილებს, მიუთითებს ფაქტებზე, საუბრობს დემოკრატიულ უფლებებზე. საკმაოდ ნათელია, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ამას ვხედავთ ყველგან, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. არ ვიცი რამდენადაა დაკავშირებული „ქართული ოცნება“ რუსეთთან და უშუალოდ კრემლთან, მაგრამ ეს ოლიგარქიზაცია კვლავ აშკარაა. 16 თუ მეტი ახალარჩეული პარლამენტარი მილიონერია, ერთი მილიარდერიც კი. ეს ალბათ ამ ოლიგარქიზაციას უკავშირდება და ალბათ გამოძიების საგანიცაა ზოგი რამ. მაგრამ რა თქმა უნდა, პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიის გზაზე. არამედ პირიქით. სწორედ ამიტომ დგას ქართველი ხალხი ქუჩაში, აპროტესტებს. რადგან მას გადაწყვეტილი აქვს და კონსტიტუციაშიც კი აქვს ჩაწერილი, რომ მისი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. რასაც ახლა ვხედავთ, არაა ის, რასაც ქართველი ხალხი დათანხმდა.
- ევროკავშირი საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნაზე საუბრობდა, ზოგიერთი პარტნიორი მთავრობას დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს, თუმცა ოპოზიცია ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ ხელისუფლება დათანხმდეს გამოძიების ჩატარებას ან ოფიციალური შედეგების გადახედვას. რამდენად რეალისტურად ან ნაყოფიერად მიგაჩნიათ ასეთი მოწოდებები?
- დიახ, ეს მართალია, რა მოხდა სინამდვილეში არჩევნებისას, ამის გარედან გამოძიება ძალიან ძნელია. იყო ათობით და ასობით განსხვავებული ბრალდება იმის შესახებ, რომ არჩევნებზე წესები არ იყო დაცული, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოოდ წარმოუდგენლია ამ ყველაფრის გამოძიება თუკი მთავრობა არანაირად არ ითანამშრომლებს. ევროკავშირს სპეციალური წარმომადგენელიც ჰყავს რეგიონში და ამ ინსტიტუტისგანაც მოვითხოვეთ რეაგირება - ნეიტრალური და სოლიდური ფაქტები, რა მოხდა არჩევნებზე. მაგრამ ახლა უკვე ამაზე მეტსაც ვხედავთ - ძალადობას ქუჩებში. და ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ერს აქვს დემოკრატიული უფლება ხმა იმაღლოს და თავის ღირებულებებზე დაყრდნობით თავისი არჩევანი გააკეთოს. ეს ქართველი ხალხის პოზიციაა და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ და მხარი დავუჭიროთ. ყველას გაგვიხარდებოდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ახლა ვართ სიტუაციაში, რომელსაც ვუყურებთ 24/7-ზე
ჩვენ არავის იზოლირებას არ ვცდილობთ, ეს ჩვენი რეაქციაა იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ. იმაზე, რაც იყო ქართველი ხალხის ნება და რასაც მთავრობაც ამბობდა, რომ სურდა - შეერთებოდა ევროკავშირს. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, ევროკავშირმა თავისი პირობების 100% შეასრულა. იქნებოდა ეს ვიზალიბერალიზაცია მთელი მოსახლეობისთვის, მილიონობით ევროს ღირებულების დაფინანსება რეფორმებისთვის თუ ასე შემდეგ. მაგრამ თუკი ერთ მხარეს ეს არ სურს, თუკი ის საჯაროდ იტყუება, ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი რეაქცია არის უბრალოდ ნორმალური რეაგირება.
მე მართლა ძალიან მაწუხებს ის, რომ ეს უკავშირდება ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, ისინი ქუჩაში არიან გამოსულები. მე, როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ვირჩევ რომელიმე მხარეს, მე გესაუბრებით ადამიანის უფლებებზე, რადგან ესაა ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.