ცდილობენ, საქართველო კანონის კანონზე მიღებით რუსეთად აქციონ, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან - ზურაბიშვილი

1 week ago 4

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველობამ ევროკავშირის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა.

„ცდილობენ, საქართველო კანონ-კანონ აქციონ რუსეთად. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.

„2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირის გზის წინააღმდეგ და საბოლოოდ მიატოვეს იგი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმეორებს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა აღარ არის დარჩენილი არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი.

იგი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას და მას ანტიდემოკრატიულად და პრორუსულად მიიჩნევს.

სრულად წაკითხვა