“ცემისგან გული რომ წაგვივიდოდა ზედ გვაშარდავდნენ… ბადრაგი პურს “მეშოკით” მოიტანდა ხოლმე, ფეხს ამოარტყამდა და ჭამეთ, ღორებოო, გვეუბნებოდა” – რას წერს სალომე სიმონია

4 hours ago 3

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

▪️ცემისგან გული რომ წაგვივიდოდა ზედ გვაშარდავდნენ.

▪️ჯერ დროშას დააფურთხეთ და მერე ზედ გადაიარეთო.

▪️დავაი, მოშარდე ზედ დროშაზეო.

▪️საჩვენებელი თითი სანთებელით დაგვიწვეს, იმ მიზნით, რომ იარაღი ხელში არასდროს აღარ აგვეღო.

▪️ქართველები ფაშისტები ხართ, უნდა დაგხოცოთო.

▪️ქართველები რომ ხართ, იმიტომ გცემთო. სასტიკად გვირტყამდნენ.

▪️წინ გაგვიშალეს ქართული დროშა და გვითხრეს, ფეხები გაიწმინდეთ, თქვე ღორებოო.

▪️ქუჩებს გვასუფთავებინებდნენ და გვასაფლავებინებდნენ დახოცილებს.

▪️შრომა მაიმუნსაც კი ადამიანად აქცევსო, ეუბნებოდა ქართველ ტყვეებს რუსი ოფიცერი.

▪️მაიმუნი შრომამ ადამიანად აქცია და თქვენ, ქართველები, ისევე მაიმუნები დარჩითო.

▪️ჩვენს საკანში დაახლოებით 25 ქალი ვიჯექით. ოთხი დღე არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი.

▪️როგორც საქონელს, საჭმელს ისე გადმოგვიყრიდნენ.

▪️ბადრაგი პურს მეშოკით მოიტანდა ხოლმე, ფეხს ამოარტყამდა და ჭამეთ, ღორებოო, გვეუბნებოდა.

▪️მთვრალები იდგნენ კიბეზე ორნი და რუსულად ლაპარაკობდნენ. ერთმა უთხრა მეორეს: გაიყვანე, რომელი ქალიც გინდა და იხმარეო.

▪️საკნიდან ერთი ქალი ბევრჯერ გაიყვანეს. აუპატიურებდნენ.

ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცთა მონაყოლია. სულ ახლახანს იყო ეს ომი და ეს მაინც ყველას გვახსოვს. რუსების მიერ სხვა ყველა დანარჩენ 240 წლიან ოკუპაციასა და ჩაგვრას რომ შევეშვათ.

ქალზე ძალადობა მიუღებელია! (ვინც და როგორიც არ უნდა იყოს) უბრალოდ, ამდენად დაზიანებულ, დასახიჩრებულ საზოგადოებას მტერთან მოარშიყე ქ.ოცნება კიდევ უფრო აზიანებს მისი პოლიტიკით. მსგავსი ისტორიები (რაც კახეთის სასტუმროში მოხდა) სულ უფრო მეტი იქნება და უფრო მძიმეც.

რეჟიმი უნდა დასრულდეს. ქართველმა ღირსება უნდა დაიბრუნოს!

სრულად წაკითხვა