ცესკო: დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს, „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ კი უარი თქვა

14 hours ago 1

ცესკოს განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, 6 პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას. „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელსაც დაფინანსება ასევე ეკუთვნოდა, უარი თქვა, ნათქვამია განცხადებაში.

„პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა