საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად 16 საერთაშორისო და ცხრა ადგილობრივი ორგანიზაცია დარეგისტრირდა. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ეუთო/ოდირი არ იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო დამკვირვესის სია ძირითადად სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან შედგება, ხოლო ადგილობრივი ორგანიზაციები ძირითადად ნაკლებად ცნობილები არიან.
„სამწუხაროა ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო“, – განაცხადა იოსელიანმა 10 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ოდირმა განაცხადა, რომ ვერ შეძლებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას, რადგან „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარისი დრო“ დარჩა.
„ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც, არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
არჩევნებს არ დააკვირდებიან ისეთი ცნობილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
This post is also available in: English