WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები –ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის, ნათია ზაალიშვილის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვანროლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისპროცესში და საარჩევნო კულტურის ფორმირებაში. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნოადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია ერთ–ერთი პრიორიტეტულიმიმართულებაა. მისი თქმით, საარჩევნო საკითხებზეგანათლება და სანდო ინფორმაციაზეხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ახალგაზრდებისინფორმირებულობის ზრდას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებასა და დემოკრატიულპროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ახალგაზრდებთან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა. ჩვენ ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ვისაუბრეთ ყველა იმ  სერვისზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს დღესვე საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალი მკითხველს სთავაზობს მასალას როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა – ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო აფართოებს საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმასტუდენტებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრისმიერ განხორციელებული საგანმანათლებლოპროგრამები და პროექტები, ისაუბრა მათ მიზნებსა დამონაწილეობის შესაძლებლობებზე. მან მადლობაგადაუხადა საარჩევნო საკითხების მიმართგამოხატული ინტერესისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსინიციატივებში ჩართულობა ახალგაზრდებსსაშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა საარჩევნოსაკითხების შესახებ და აქტიურად ჩაერთონსამოქალაქო პროცესებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მადლობაგადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციასახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისადა მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებითგანხორციელებული საქმიანობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის როლზე სტუდენტებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავების პროცესში. რექტორის განცხადებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების ინფორმირებულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობას, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ და უკეთ გაეცნონ მოქალაქის როლსა და შესაძლებლობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოსა დასწავლების ცენტრის ახალ საგანმანათლებლოპროექტზე – „ინკლუზიური საარჩევნო გარემო დაახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღიამმართველობის პროცესში“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) 100-მდე სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ.

სტუ–ის აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმადადებითად შეაფასეს აღნიშნული ინიციატივა და ხაზიგაუსვეს მის მნიშვნელობას ინკლუზიური საარჩევნოგარემოს განვითარებისა და ახალგაზრდებისსაზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობისხელშეწყობისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საარჩევნო ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაძლიერების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ახალ ერთობლივ ინიციატივებს დაეფუძნება.

(R)