ცივი იარაღით კაცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

14 hours ago 7

5

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცს ცივი იარაღიტ დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერს შსს. 

სრულად წაკითხვა