„ციხეში ემზადებოდა, საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა…“ – რას ჰყვება ნინო ჟვანია შვილის შესახებ?

15 hours ago 4

ზურაბ ჟვანიასა და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო ჟვანიას, სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანჩო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ლიზა და ანჩო სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და განათლების მიღება იქ გააგრძელეს.

“მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ; მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და ააშენებენ თავიანთ ქვეყანას, არ მოუწევთ სადღაც ცხოვრება. სადაც უნდა იყო, რაც უნდა კარგად იყო, მაინც სხვაგან ხარ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთ-ერთი ინტერვიუ ზურამ ასე დაამთავრა, მე ოპტიმისტი ვარ და ჯერჯერობით მიმართლებსო. იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს” – ამბობს ნინო ჟვანია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი 2021 წლის 5 თებერვალს შეეფარდა. ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა, დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით. შემთხვევა 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე მოხდა. ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

“ალბათ, ზურაც იმავე პოზიციას დაიჭერდა, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნა მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი – დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული – ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს “ამაზონში”. რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში” – ამბობს ნინო ჟვანია.

ნინო ჟვანიამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაზეც ისაუბრა:

“ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში – თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც უნდა დაეცე­ ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ” – აღნიშნავს ის.

წყარო: კვირის პალიტრა

სრულად წაკითხვა