ცნობილო მოდელი ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სამოდელო ბიზნესში მოხვედრა ლუსის ოცნება იყო და ვამაყობთ, რომ ამ მოგზაურობაში მასთან ერთად ვიყავით“, – ნათქვამია მისი სამოდელო სააგენტო Elite Model Management-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციას მარკოვიჩის გარდაცვალების შესახებ დონატელა ვერსაჩეც გამოეხმაურა.
„ძალიან ვწუხვარ ლუსი მარკოვიჩის გამო. ნათელში იყავი, მშვენიერო გოგონა“, – მან სოცქსელში.