ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

1 month ago 17

1

მსახიობი მზია (ღუღუნი) კანდელაკი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას ნათამაშები აქვს სხვადასხვა ფილმში: განგაში (1968) (ფოთოლა); ქვევრი (1970) – (გოგიას ქალიშვილი); მზე შემოდგომისა (1973) (ანჟელიკა).

„ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა – ძალიან დამწყვიტე გული, საოცრად თბილო, ყურადღებიანო, სიცოცხლის მოყვარულო და ხალისიანო ადამიანო. შენთან ურთიერთობისას სრულიად ვერ ვგრძნობდი ასაკობრივ სხვაობას, რადგან – სულით ახალგაზრდა იყავი. ახლაც, ამ სტრიქონებს რომ ვწერ, შენი ღუღუნა ხმა ჩამესმის – ხმის ტემბრიც სწორედ რომ ღუღუნა გქონდა.

ღმერთმა აცხონოს შენი სული, უფალმა დაგიმკვდიროს მარადიული სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

სრულად წაკითხვა