WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცნობილი რუსი “მკურნალი”, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხალხის დახმარება ტელეკერანებიდან შეეძლო, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქმე ეხება ანატოლი კაშპიროვსკის, რომელმაც 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერს მილიონობით მაყურებელი „ჰიპნოზური სეანსებით“ მიაჯაჭვა.

ის სიცოცხლის ბოლომდე სკანდალურ და საკამათო პერსონად რჩებოდა. ანატოლი კაშპიროვსკის სიკვდილს, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას მისი ოჯახიც უდასტურებს.

კაშპიროვსკი ატარებდა მასობრივ გამოსვლებს საკონცერტო დარბაზებსა და სტადიონებზე. მისი მეთოდები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მეცნიერებსა და ექიმებს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ არ არსებობდა განცხადებული სამკურნალო ეფექტის მეცნიერული მტკიცებულებები.

2006 წელს კაშპიროვსკი დამნაშავედ ცნეს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში. 2011 წელს ის სასამართლოში უჩიოდა სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კომპანიასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ფსიქიატრ ვლადისლავ შამრეის, იმ განცხადებების გამო, რომლებიც ეხებოდა მისი სეანსებით მიყენებულ ზიანს. თავდაპირველად სასამართლომ კაშპიროვსკის კომპენსაცია მიაკუთვნა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

2015 წელს კაშპიროვსკი კიდევ ერთი სასამართლო დავის მონაწილე გახდა – პერმის მხარის საკანონმდებლო კრების დეპუტატ ალექსანდრ ტელეპნიოვის სარჩელის საფუძველზე. მაშინ კაშპიროვსკი პერმში ჩავიდა სეანსების ჩასატარებლად. ტელეპნიოვი ითხოვდა „მკურნალის“ „არაერთმნიშვნელოვანი საქმიანობის“ შემოწმებას. 2016 წელს სასამართლომ კაშპიროვსკის ბრალდებები მოუხსნა.