4
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მხატვარი, „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დირექტორი პაატა ნაცვლიშვილი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, მან ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი. მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი.
,,ალია” სამძიმარს უცხადებს პაატა ნაცვლიშვილის ოჯახსა და ახლობლებს.
საერთაშიროსო alia.ge