ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო – უმძიმესი დანაშაულის დეტალები

1 week ago 7

1

10 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ფაქტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ. 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს.

ლაშა მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხალ­ხის თვალ­წინ, მას მა­მა­კაც­მა ზურ­გი­დან ხელი ჰკრა და ლი­ან­დაგ­ში ჩა­აგ­დო. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

ძნე­ლია, ამ კად­რებს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე უყუ­რო.კად­რებ­შიც ჩანს, რომ მა­შინ­ვე ატყდა ჩოჩ­ქო­ლი, მე­მან­ქა­ნე­მაც სცა­და და­მუხ­რუ­ჭე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ შეძ­ლო და ბიჭი უამ­რა­ვი ხალ­ხის თვალ­წინ, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­მებ­ში მოხ­და, რომ მე­მან­ქა­ნემ მა­ტა­რებ­ლის გა­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ცნო­ბი­ლია, რომ იქვე და­ა­კა­ვეს დამ­ნა­შა­ვე. პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე მისი და­კა­ვე­ბა უბ­რა­ლოდ გამ­ვლელ­მა და მეტ­როს ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა შეძ­ლო.

“ლაშა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. სიზ­მარ­ში გვგო­ნია ყვე­ლას თავი, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ. ძა­ლი­ან ძნე­ლია, სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე, რა ხდე­ბა მის ოჯახ­ში, მის სა­ნა­თე­სა­ო­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს – რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

იმე­დია, გა­ვარ­კვევთ. ამ ეტაპ­ზე, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ის არ იც­ნობ­და დამ­ნა­შა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლიც ამ­ბობს, თურ­მე, არ ვიც­ნობ­დიო. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რა და რო­გორ მოხ­და. ჯერ ცხე­და­რიც არ მოგ­ვის­ვე­ნე­ბია სახ­ლში”, – ამ­ბობს მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი ლა­შას ბი­ძაშ­ვი­ლი.

“რუს­თა­ვი 2”-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნას ელო­დე­ბა. მას ად­ვო­კა­ტი უკვე შეხ­ვდა.
“ჯერ მისი პო­ზი­ცია არ ვიცი, ალ­ბათ ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის დროს და­ად­გენს პო­ზი­ცი­ას. მო­ტივ­ზეც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ჯერ” – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში გუ­შინ გვი­ან ღა­მით გა­და­ას­ვე­ნეს.

სრულად წაკითხვა