"ნაპოლი" ყოველი თვის შემდეგ სიმბოლურად საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.
ნოემბრის თვეში ასეთი ალესანდრო ბონჯორნო იყო.
იტალიელმა მცველმა გასულ თვეში შეუცვლელად ითამაშა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბონჯრონო "პარტენოპეიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე"ტორინოდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.