ცნობილია მძიმე ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

1 hour ago 3

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

„ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე. ყველა თითქმის ტოლები – 18 წლისები. ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს. გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ”,- უყვება „პრაიმტაიმს” ადგილობრივი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება გარდაცვლილი ახალგაზრდების ფოტოებიც.

სრულად წაკითხვა