ცნობილია რა სიმღერით წარდგება ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე [ვიდეო]

2 months ago 24

2024 წლის ევროვიზიაზე ბუცა ბუზალაძე სიმღერით Firefighter წარდგება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ დაწერეს.

რაც შეეხება სიმღერაზე გადაღებულ კლიპს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ნუცა ბუზალაძე, ცოტა ხნის წინ, ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი.

სრულად წაკითხვა