ცნობილია - რა შემთხვევაში გავა პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში

4 hours ago 1

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში "პარის სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა 4:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით პარიზელებმა 1/16 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. 

მიუხედავად ამისა, ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ მაინც არ არის. 

იმის შანსი, რომ "პსჟ" პლეიოფის მიღმა დარჩეს, მაინც არსებობს. 

კერძოდ, თუ ბოლო ტურში პარიზელები "შტუდგარტთან" დამარცხდნენ, ხოლო "სპორტინგმა" მინიმუმ ქულა და "სიტიმ" "ბრიუგესთან" გამარჯვება მოიპოვა, ამ შემთხვევაში პარიზელები ტურნირზე ასაპრეზობას გამოეთიშებიან. 

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამ მომენტისთვის 10 ქულით 22-ე პოზიციას იკავებს.

სრულად წაკითხვა