WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული პირი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანია – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა”

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა – ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.