ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა

6 hours ago 4

74

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლე მოკ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს – 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.გ.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია.

“ლუკა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან იყო. თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა, ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის. რაზე იკა­მა­თეს, რა მოხ­და. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ერთი ის ვიცი – ისე უყ­ვარ­და ლუ­კას, რომ ცივ ნი­ავს არ აკა­რებ­და თეკ­ლას. და­ნარ­ჩე­ნი, იქ რა მოხ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს” – ჰყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “კ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს” – ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ამბები.ჯი

სრულად წაკითხვა