ცნობილია წუხელ ჭავჭავაძეზე მოკლული პიროვნების ვინაობა

1 month ago 23

ჭავჭავაძეზე მოკლული 58 წლის ლევან ჯანგველაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის, თანამედროვე კრიმინალური სამყაროს ვერტიკალში მყოფი მერაბ ჯანგველაძის ძმაა. როგორც ირკვევა, ლევან ჯანგველაძე თბილისში ახლობლის გასვენებაზე იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. გადაადგილდებოდა დაცვის თანხლებით.

მას ჭავჭავაძეზე, ქვეითთა გადასასვლელთან, რამდენჯერმე ესროლეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, 8 გასროლის ხმა გაიგონეს. ბრმა ტყვიით ფეხში მსუბუქად დაიჭრა გამვლელი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ლევანის ფოტოები არქივიდანაა.

სრულად წაკითხვა