ცოლზე ძალადობაში მხილებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა – კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად 2 დღის წინ დაინიშნა, სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ უწყებას განცხადებით უკვე მიმართა – მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება დაასახელა.
იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური “შაბათის ეთერის” მიერ გასაჯაროებული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ შეაბეს.
სანამ სიგუას ელექტორნულ სამაჯურს შეაბამდნენ, მანამდე იყო ცოლის ზარი 112-ში. სოფია სიგუა – შატბერავა “პირველებს” უყვება, რომ ამ ზარის შესახებ ინფორმაცია პოლიციის მაღალჩნოსნამდე მივიდა და ითხოვდა, რომ მას ზარი გაეუქმებინა.
“მოვიდნენ 112-ში დარეკვის შემდეგ, წერენ შემაკავებელ ორდერს და მეუბნებიან, რომ ეს არის ქულების ის რაოდენობა, რომელსაც სამაჯური ეკუთვნისო” – ეუბნება სოფია სიგუა “პირველებს”.
შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა – შატბერავა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციიის მაღალჩინოსანი ქმარი მას “12-ე სართულიდან გადაგდებით”, “კასრში ჩასმითა და დამარხვით” ემუქრებოდა. სოფია სიგუას თქმით, “იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა”. ქალი ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.
“შაბათის ეთერში” გასული რეპორტაჟიდან რამდენიმე დღეში შსს-სმ იოსებ სიგუა დააწინაურა და ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.

4 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·