WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, ირონიული შეფასებებით ეხმაურება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მე-7 წერილს:

წლის ანეგდოტი: ”ღარიბაშვილმა ციხიდან მოიწერა: ამ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს და ჩემზე ზეწოლააო”😃😂

ანუ მე რომ დამიჭირეს (მრავალი მილიონი რომ მოვიპარე), მაშინ შევიტყვე ამის შესახებო, თუ არ გჯერათ ო. ფარცხალაძეს ჰკითხეთ, აი იმ ფარცხალაძეს რუსების მხარეს რომ იბრძვის უკრაინის წინააღმდეგო”😃😂

ჰოდა, მეორე ანეგდოტია კიდევ: ”თურმე ოპოზიციონერი გამხდარა, მავიწროვებენო უთქვამს და თან ლიდერობა სურს, ორჯერ “ნაპრემიერალ” კორუფციონერ მილიარდერ ღარიბაშვილსო”.

მართლა ანეგდოტია რა… რა უტიფრობას არ ნახავს და გაიგებს კაცი😃😂. მაგრამ “მთლად” ასე კაცო?!😊😎.

ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ ამ უტიფრის და თავხედის მიერ გამოგზავნილ წერილებს…“, – წერს თაკო ჩარკვიანი.