“ცოცხით შექმნილი ქოცებისგან მივიღე “მეგობრული გაფრთხილება” – მეგი გოცირიძე

6 hours ago 7

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მეგი გოცირიძე:

მეგობრებო, როგორც იცით, ცოცხით შექმნილ ქოცებში მყავს არაერთი, ძველი ნაცნობ-მეგობარი, ხშირად ვიკვეთებით ჭირსა თუ ლხინში და ვცვლით აზრებს… დღესაც მქონდა ერთი, მორიგი კვეთა, რა დროსაც მივიღე ” მეგობრული”გაფრთხილება: თუ არ ამოვიღებდი ლექსიკონიდან ” ხიხო”-ოს, მომიწევდა თავად ხიხოს სასამართლოში, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალურად დანგრევა, რაზედაც ვუპასუხე, რომ მიცნობს კარგად, იმდენად კარგად, რომ მისი შვილიშვილის ნათლია ვარ და მიუხედავად უფროსების ქოცობისა, ნათლულზე უარი არ მითქვამს, ასეა ხიხოც, ის ჩემი ნათლულია, ჩემს მიერ შერქმეული სახელიდან გამომდინარე და ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს, საყვარელ ნათლულზე უარის თქმას, ერთი და მე-2, იქამდე არ აგიდგეთ ეგ კრემლზე ნახათქუნები გვერდები, სანამ ხიხოს სასამართლოში არ მნახოთ მოსული და ბოდიში მოხდილი.

პ.ს. გიჟი ხარ, შენი გამოსწორება არ იქნებაო მომაძახა და რა უნდა მეპასუხა, დავცინე ვაკიდან-ფონიჭალამდე

სრულად წაკითხვა