WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში 6 აგვისტოს დინებამ დედა-შვილი გაიტაცა.

7 წლამდე ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა მკვიდრმა იმავე დღეს იპოვა, სავარაუდოდ, დედის ცხედარი კი მაშველებმა იპოვეს 7 აგვისტოს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას.

„დედამ შვილის გადარჩენა სცადა“

უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში მოხდა.

ადგილობრივი გამოცემა „თაიმერის“ ცნობით:

  • ახალგაზრდა დედამ, ელიკო სახეიშვილმა ორი მცირეწლოვანი შვილი მდინარეზე წაიყვანა.
  • ერთ-ერთი შვილი, - 7 წლამდე ასაკის ბიჭი, - მოულოდნელად წყალში ჩახტა და, სავარაუდოდ, მალევე წაიღო ძლიერმა დინებამ.
  • მისი გადარჩენა დედამ სცადა და დინებას გაჰყვა.

„თაიმერი“ იუწყება, რომ მაშველებმა ქალის ცხედარი 7 აგვისტოს, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის მოშორებით იპოვეს.

ადგილზე რამდენიმე ასეულია ადამიანი იმყოფება - თანასოფლელები, ოჯახის ახლობლები და სხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.