WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად. წყარო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ოქტომბერს.

უწყებამ გათავისუფლებების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გაავრცელა, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 135-ე შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გამოყენებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი“, – განაცხადა სუს-მა.

დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სუსს არ გაუმჟღავნებია პირთა ვინაობა და არც მათი გათავისუფლების ამსახველი ფოტოები გამოუქვეყნებია.

მისი ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში“.

This post is also available in: English

Follow Us

Google News