"ძა­ლი­ან მე­ში­ნია მი­წისძვრის, მაგ­რამ ცი­ხის - არა" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

2 hours ago 1

ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" ისაუბრა:

"ვინ­მეს რა­ტომ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დაგ­ვა­კა­ვოს? მაგ­რამ ეს ვი­ღა­ცის­თვის პრობ­ლე­მას ხომ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს?! ჩემ­თვის ეს ნა­წი­ლი არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. ძა­ლი­ან მე­ში­ნია მი­წისძვრის, მაგ­რამ ცი­ხის - არა.

სი­გი­ჟეა ყვე­ლა ერთი მუხ­ლით გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნეს და მოგ­ვიდ­გნენ უნა­მუ­სო რუსი კა­ცის სარ­ჩე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ში არ მინ­და შეს­ვლა, რამ­დე­ნი­მე დე­ტალს მა­ინც მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა. ამ­ბო­ბენ - "დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა“ - ამ ნა­წილ­ში მგუ­ლის­ხმო­ბენ მე, რო­დე­საც და­კა­ვე­ბულ ბი­ჭებს ვუვ­სებ სა­პა­ტიმ­რო ბა­რა­თებს. მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­სა­მარ­თლო­საც ჯერ კი­დევ არ უთ­ქვამს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან.

ამ ფონდთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ფრთხი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამი­ტომ, ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დით პირ­და­პირ ჩა­რი­ცხვებს. ისი­ნი ხომ ხე­და­ვენ, რა ტი­პის სა­ჭი­რო­ებს ვუ­ფა­რავ­დით ოჯახს?! ვთქვათ, შენ­მა მარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ დამ­ნა­შა­ვეა, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც უნდა და­ი­სა­ჯონ და მათი დახ­მა­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა? ანუ, რა მიდ­გო­მაა?

როცა ამ­ბო­ბენ, რომ "ბა­ლაკ­ლა­ვე­ბი რიგ­დე­ბო­და“ - მა­შინ ბა­ლაკ­ლა­ვე­ბი და აირ­წი­ნა­ღე­ბის და­რი­გე­ბა კა­ნო­ნით არ იყო აკ­რძა­ლუ­ლი. ის, რომ მა­გა­ლი­თად "წინა ხა­ზის ადა­მი­ა­ნებს“ სტა­ტუ­სე­ბით ვი­ბა­რებ­დით რუს­თა­ველ­ზე, მა­შინ­ვე რა­ტომ არ მოხ­და ჩემი და­კა­ვე­ბა? ამ­დე­ნი თვე რა­ტომ ელო­დე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა თუ დამ­ნა­შა­ვე ვი­ყა­ვი?

რის ფა­სა­დაც არ უნდა და­მიჯ­დეს, პა­ტიმ­რე­ბის სა­პა­ტიმ­რო ბა­რა­თე­ბის შევ­სე­ბა ყო­ველ­თვე მოხ­დე­ბა. ეს ზუს­ტად ვიცი. თუ რო­გორ, ამას ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მო­ვი­ფიქ­რებ" - გა­ნა­ცხა­და ნანუკა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

სრულად წაკითხვა