7
მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც, მომღერალ ნინო ქათამაძესთან ერთად უკრაინაში საპატიო ჯილდოს, “უკრაინის ლეგენდა” მფლობელი გახდა, წერს:
ახლა გადაიცა უკრაინის სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში. ღონისძიება კი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ესაა ერთერთი ყველაზე ძვირფასი და საპატიო ჯილდოს “უკრაინის ლეგენდა” 2025 წლის დაჯილდოვების ცერემონიალი, წოდება, რომელსაც სხვადასხვა დარგში ღვაწლმოსილ უკრაინელ მოღვაწეებს გადასცემენ. რომ შეიტყვეს, რომ კიევში ვიყავით და დაგეგმილი კონცერტებისთვის ვემზადებოდით გვთხოვეს მონაწილეობის მიღება.
ძალიან ამაღელვებელი იყო სლავა ვაკარჩუკის ემოციური ჩახუტება და აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა უპირველესად ნინოს მიმართ!
დაუვიწყარი წუთები იყო… ძალიან…
გაუმარჯოს გმირ ხალხს! გაუმარჯოს ჩვენს ერებს შორის უპირობო და დაუსრულებელ მეგობრობას!
ვიდეო: