WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს შვილის ალიმენტთან დაკავშირებით უჩივის და მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.

,,ეს ჩემი ძალიან ლამაზი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება.

ხელით ის დედაჩემს, გიულის უჭირავს. დედა მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტის – The University of Georgia-ს პრეზიდენტია.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჟასმინკას თავად ჩავხუტებოდი, მაგრამ უკვე ხუთ წელზე მეტია, საქართველოში პროპუტინისტური დიქტატურის ჯურღმულების მარტოობის საკანში ვარ და არ შემიძლია მისი ნახვა. ამიტომ ჩემ ნაცვლად ჟასმინკას დედაჩემი სტუმრობს და ცდილობს ყოველნაირად დაეხმაროს.

მაგრამ ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ შეცვლის მამობრივ თანადგომასა და სითბოს. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს უაღრესად რთულ პირობებში ზრდის.

საშინლად გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე (რა თქმა უნდა, ეს შორს არის ყველასგან), რომლებიც არასდროს დაინტერესებულან ჩემი მრავალწლიანი ტყვეობით, მოწამვლით, წამებითა და ზოგადად ბრძოლით, სამაგიეროდ უხეშად ჩაერივნენ ჩემს ურთიერთობაში ქალიშვილთან და ლიზასთან.

სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს იმავე ტრაგედიასთან, რომელიც შეეხო მილიონობით სხვა უკრაინელს, რომლებიც ომმა, ბევრს კი – სამხედრო ტყვეობამ და ოკუპაციამ დააშორა და არ არის საჭირო აქედან საპნის ოპერის შექმნა.

ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ გული მიკვდება კიევის დაბომბვის შესახებ ყოველი ცნობის მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული გარემოებები ისე წარიმართა, რომ მე და ლიზა უკვე დიდი ხანია ერთად არ ვართ. ეს არა მხოლოდ არ ასუსტებს, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჩემს მამობრივ კავშირს ქალიშვილთან და სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად გავთავისუფლდე ტყვეობიდან და ვიყო მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი სხვა შვილების ცხოვრებაში.

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე ენატრებათ თავისი შვილები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლება ბევრს აკეთებენ ჩემი გათავისუფლებისთვის და ამისთვის მათ უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

ჩვენ საბოლოოდ შევაჩერებთ მტერს და ომი დასრულდება. ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები იქნებიან ბედნიერები უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.