171
რეჟისორო სანდრო ელოშვილი:
,,პირველ რიგში სადმე ისე მკაფიოდ და კონკრეტულად მივაწეროთ ჩვენი მოთხოვნები, საუკუნეებს რომ გაუძლოს, თორემ მომავალში ძალიან გავაწვალებთ ისტორიკოსებს, იმის გასარკვევად თუ რატომ იდგნენ რუსთაველზე გვერდიგვერდ სტუდენტები და ლექტორები, რეჟისორები და თეატრმცოდნეები, რაგბისტები და ბალერინები, ლოთები და სპორტსმენები, მეცხვარეები და ვეგეტარიანელები, საჯარო მოხელეები და უმუშევრები, გირჩის მღვდლები და ომის ვეტერანები, IT – იშნიკები და ვირუსოლოგები, LGBT თემი და მამაოები, ზვიადისტები და პუტჩისტები, თელაველები და გურჯაანელები, კონსერვატორია და კომაროვი, მოლა და რაბინი, რუსები და უკრაინელები, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები და უსახლ-კაროები, “ცეკვავენ ვარსკვლავების” უკვე ნაცეკვი და აწ საცეკვი ვარსკვლავები, ია ფარულავა და ფადი ასლი, “ირინე” სარიშვილი და გურამ პეტრიაშვილი, “ჩემი ცოლის დაქალებიდან” კატო თავის ყველა ქმრით და ფისოების მოყვარულთა ჯგუფის წევრები, რომლებიც ძაღლებს ასეირნებენ საღამოობით ქუჩაში…”