სააგენტო "პარალელი"
“ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მორჩით ამ მასკარადს და გაათავისუფლეთ დედაჩემი. კლოუნადად ნუ აქციეთ სასამართლო დარბაზი❗️” – მარიამ ხარშილაძე
მარიამ ხარშილაძე, დედის, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე 29 სექტემბერს გამართულ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, განმარტებებსა და ემოციური შეფასებებს აკეთებს:
“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმე თავად არის სისხლის სამართლის დამნაშავე და დაკავებული არცერთი არ არის
ზოგმა კოკაინს ვყიდულობდიო, ზოგმა ქოლცენტრი გვქონდაო, ზოგმა ფულის გაქეშებაში ვეხმარებოდით დამნაშავეებსო.
პროცესზე მოსულ მოწმეს ჰკითხეს ადვოკატებმა თუ როდის გამოიკითხა ამ საქმის შესახებ. უი მე გუშინ და გუშინწინაც ვიყავი პროკურატურაში დაკითხვაზეო
სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე არ ხდება დაკითხვა
ინსტრუქტაჟზე იყო მისული , “ავარჯიშეს” რა უნდა ეთქვა
ოღონდ ეგეც ვერ თქვა და სამაგიეროდ პროკურორი ამხილა
საქმეში ოქმი არ დევს.
რომელიმეს ქონება დაყადაღებულია? – არა
რომელიმე დაჭერილია? – არა
ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მორჩით ამ მასკარადს და გაათავისუფლეთ დედაჩემი. კლოუნადად ნუ აქციეთ სასამართლო დარბაზი
” – წერს მარიამ ხარშილაძე.
“ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მორჩით ამ მასკარადს და გაათავისუფლეთ დედაჩემი. კლოუნადად ნუ აქციეთ სასამართლო დარბაზი❗️” – მარიამ ხარშილაძე
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები