UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუ განაცხადა, რომ მას სურს, ტიტული დიდხანს შეინარჩუნოს და შემდეგ ალექსანდრე თოფურიას პირადად დაუთმოს.
ამ ფაქტს თავად ალექსანდრე გამოეხმაურა:
"მინდა მერაბ დვალიშვილის ჩემზე გაკეთებულ კომენტარს გამოვეხმაურო - მე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს წინ გასავლელი, როგორც მებრძოლს. ახლა მარტო ერთი რამ არის ნათელი, მერაბი საუკეთესოა და ის უდიდესი ჩემპიონია", - თქვა ალექსანდრემ.