ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. რის შედეგადაც, ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საუბედუროდ მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი სამი დაშავებული ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდელები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. დაღუპულები არიან ლაშა ქირია, ლიზი გერგედავა, თაკო შულაია და მარიამ დოხნაძე.
ერთ-ერთი დაღუპულის, მარიამ დოხნაძის შესახებ წერს მომღერალი მარიამ შენგელია:
,,ჩემი ბავშვობა, ჩვენი ერთად გატარებული დრო, მართლა ძალიან მტკივა, მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო.. არ მჯერა და არასდროს დავიჯერებ, გპირდები სულ მემახსოვრები” – წერს მარიამ შენგელია.
წყარო: ambebi.ge