„ანდრო არის მხნედ, კითხულობს, წერს, ბევრი პროექტი ჰქონდა და სამუშაო აქვს, ემსახურება თავის საქმეს, ალბათ ძალიან ენატრება, რომ მალე დაუბრუნდეს მსახიობობას, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „მთავარი არხის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.
როგორც ლიკა გუნცაძემ აღნიშნა, „ახალგაზრდებს ვერ გამოკეტავენ და ისინი, შეიძლება, ოთხ კედელში უფრო თავისუფლები იყვნენ, ვიდრე გარეთ“
„ძალიან მძიმეა, როდესაც შენი შვილი დაჭერილია, გამომწყვდეულია ოთხ კედელში, არაფერი არ იცი, მაგრამ ყოველ დილით რომ ვიღვიძებ და საერთო სურათს ვხედავ, ამისგან ვარ ძალიან ცუდად, ეს არის ჩემი დანგრევა, ასე რომ ეპყრობიან ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც უბრალოდ სამშობლო უყვართ და დგანან იქ, სადაც უნდა იდგნენ…
ანდრო იდგა „რუსული კანონის“ დროსაც, ახლაც და როდესაც ჩვენს სამშობლოს ასეთი სიტუაცია უდგებოდა, ყოველთვის იქ იდგა“, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.