„ძალიან ყურადღებით, განსაკუთრებით რიკოთის და ბათუმის გვირაბში“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

5 hours ago 2

ეზოტერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს. ამჯერად, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

„ბოლო პერიოდში ჩამონგრევების სერია გაგრძელდება, კორპუსებთან ძალიან ყურადღებით იყავით.  თბილისში,  ვიცი, რომ ნეგატივს ვამბობ, მაგრამ მცოცავ მიწასთან, იყავით ძალიან ყურადღებით. ასევე გვირაბებში, განსაკუთრებით რიკოთის და ბათუმის გვირაბში, უახლოეს 1 თვეში ძალიან მძიმე ავარია მოხდება…

მიწისძვრები, საქართველოში იკლებს და ამას ვხედავთ კიდეც. წლის ბოლომდე, თურქეთში ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი და ასევე საბერძნეთში. ახალი ვირუსი შემოვა, ჩაკეტვა არ გველის, მაგრამ ძალიან საყურადღებო იქნება. 

მივმართავ მშობლებს! პატარა ბავშვებს წინ ნუ დაისვამთ, არ მინდა უახლოეს მომავალში, ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდეთ. მოიმატებს ავიაკატასტროფები და ძალიან ყურადღებით იყავით. მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნა იქნება აუცილებლად საქართველოში, ამას ვხედავ“, – ამბობს გოგა. 

წყარო : პრაიმტაიმი

Post Views: 1

სრულად წაკითხვა