ძალოსნობა | მათე ადამიამ ახალგაზრდებთან მორიგი წარმატებული ვარჯიში გამართა

4 hours ago 2

ახალგაზრდა მწვრთნელმა, მათე ადამიამ ახალი სპორტის სასახლის კომპლექსში მორიგი ვარჯიში გამართა ძალოსნობის სახეობაში, სადაც დამწყებმა ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი მიიღეს.

თავად მათე ადამია სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე სწავლობს. გარდა ამისა, 20 წლის მწვრთნელი ფიტნეს ინსტრუქტორის კურსებს გადის ტატო ჯოგლიძის აკადემიაში.

კითხვაზე თუ როგორია ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მწვრთნელობა და რამდენად იმედისმომცემი თაობა მოდის ძალოსნობაში, მათე ადამია შემდეგ კომენტარს აკეთებს:

მწვრთნელობა ადრეულ ასაკში დავიწყე, რაც ნამდვილად არ არის მარტივი. ეს პროფესია ცოდნას ბევრი მიმართულებით მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა გქონდეს კომუნიკაციის უნარი, რაც უმთავრესია პატარა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობის დროს. გარდა ამისა, კარგად უნდა იცნობდე ადამიანის ანატომიას და ასაკობრივ თავისებურებების გამოხატულობას.


რაც შეეხება მომავალ თაობას, მათზე დიდი იმედები მყარდება, რადგან ძალიან კარგი შედეგებია საერთაშორისო ასაკობრივ შეჯიბრებებში. ჩვენთან ყალიბდება გუნდი, რომელიც ყველაზე მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს. ჩვენი მწვრთნელების მოვალეობა ისაა, რომ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით გზა გავუკვალოთ ახალბედა სპორტსმენებს სამომავლო წარმატებისკენ.

- ამბობს მათე ადამია.

სრულად წაკითხვა