როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს რაფაელ ნადალი და ანდრეს ინიესტა დიდ სპორტს დაემშვიდობნენ.
ამის საპირწონედ ესპანეთში ახალი ვარსკვლავი ილია თოფურია გამოჩნდა, რომელმაც 2024 წელს სრული ფურორი მოახდინა.
“დიდი ფიგურების წასვლის საპირწონედ, 2024-მა წელმა 'დაბადა' ახალი ვარსკვლავი. ფენომენალური ილია თოფურიას 2-მა ბრწყინვალე გამარჯვებამ MMA-ის პოპულარობა ისეთ დონემდე გაზარდა, რაც ესპანეთს აქამდე არასდროს უნახავს”. - წერს El Espanol.
ცნობისთვის, თოფურიას მომდევნო მიზანი UFC-ის სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარება გახლავთ, რაც არცისე შორეული პერსპექტივააა.