ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს, თქვენ თვითონაც კი არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, ეს სიტყვები თქვენთვის მოსკოვში დაწერეს. ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ“, – წერს ლანდსბერგისი.
ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა – 14-ს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ”.
Dear self-proclaimed winners of so-called elections in Georgia, it looks like you didn't even write those words yourselves, they were written for you in Moscow.
I wish my true friends, the freedom-loving people of Georgia, success in defending what they love. https://t.co/EifalWU6AD
The post ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს ეს სიტყვები თმოსკოვში დაწერეს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ქართულ ოცნებას“ appeared first on SferoNews.