» პოპულარული » "ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს, აღენიშნება უამრავი დაზიანება... სავარაუდოდ, ეძებდნენ ან დებდნენ ნარკოტიკს" - რას ჰყვება ადვოკატი კურიერზე, რომელსაც არასრულწლოვანები ფიზიკურად გაუსწორდნენ?
ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს. დავით დვალიშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია. ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს. ურტყამდნენ კეფისა და თავის არსეში. აღენიშნება უამრავი დაზიანება. თავდამსახმელები უმეტესად არასრულწლოვნები არიან - ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად. როდესაც გამოვიდა - არასრულწლოვნები სავარაუდოდ ეძებდნენ ან დებდნენ ნარკოტიკს, არ ვიცი... მოუწოდეს ტერიტორია დაეტოვებინათ. ეუბნებოდნენ, რომ თითქოს პოლიციაში რეკავდა" - აცხადებს დაშავებული კურიერის ადვოკატი "TV პირველთან".
sport24
