საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თქმითაც, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ეხმაურება და აცხადებს, რომ „შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის მიზანს, შეურიგებლობის იმიჯს შექმნა და აღნიშნულით ისტორიაში შესვლა სურს“.
„საქართველოში ზურაბიშვილის ფენომენი დინამიკას იძენს. ახლა ეს ყოფილი მომხიბვლელი ქალი არჩევნებში წაგების შემთხვევაშიც კი უარს ამბობს საპრეზიდენტო პალატის დატოვებაზე. ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობს სალომე. შესაძლოა, მიზანი არის შეურიგებლობის იმიჯის შექმნა და ისტორიაში შესვლა, როგორც დასავლური ღირებულებებისკენ ნებისმიერ ფასად სწრაფვის სიმბოლო.
ასეა თუ ისე, მან გარკვეული დროით მოახერხა თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა, მაგრამ ზომების ოქროს წესი არავის გაუუქმებია და საათი დაჟინებით ითვლის ძალაუფლებისა და პოპულარობის წუთებს”, – წერს კარასინი.