„დებატები არ იქნება…ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს“ – თიმა ხიდაშელი

3 weeks ago 13

1

„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად რა და როგორ მიმაჩნია სწორედ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

– ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩემთვის, და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ნაწილმა ეს ვერ და სამწუხარო კითხვები გაჩნდა.

– იმ დიდი სათქმელიდან რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.

საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე როდესაც მას უთხრეს საქარველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ყვებიან

— პოლიციელების ძალადობის შესახებ,

— დუბინკებით გაუპატიურების მუქარის შესახებ,

— გოგონები ყვებიან როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ ყველაფერი გააკეთოს რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთვე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.

მთავარი სათქმელი ეს არის:

— შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…

— აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით….

PS. ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართ`მასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს.“

სრულად წაკითხვა